ბორელი: ვგმობ მოსკოვში მომხდარ თავდასხმას, ტერორიზმის სამიზნედ დაუცველი ადამიანები იქცნენ

მკაცრად ვგმობ გუშინ, მოსკოვში მომხდარ საშინელ თავდასხმას. კიდევ ერთხელ ტერორიზმის სამიზნედ დაუცველი ადამიანები იქცნენ. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ტერორიზმთან ბრძოლაში.

წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში.

გუშინ, მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სადაც ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი უნდა გამართულიყო, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.