ბორელი: თუ იქნება სურვილი მთავრობისგან, ვთავაზობთ ნათელ გზას EU-სთან კვლავ დასაახლოებლად

კონსოლიდირებულ ტენდენციას ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლო თვეებში, რომ ქვეყანა შორდება ევროპულ გზას, მის ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენი ანგარიში ნათელ გზას სახავს, კვლავ დაახლოებასთან დაკავშირებით თუ იქნება პოლიტიკური სურვილი საქართველოს ხელისუფლებისგან, ჩვენ ვთავაზობთ ნათელ გზას, რომ კვლავ მოხდეს დაახლოება ევროკავშირთან. უცხოურ გამჭვირვალობის გავლენის კანონის გაუქმება, რასაც ჰქონდა უარყოფით გავლენა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, ასევე იგივე ეხება ოჯახური ღირებულებების კანონს - ეს იქნება პირველი მაჩვენებელი საქართველოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯებისა. [სინქრონული თარგმანი]

თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის წარდგენამდე სიტყვით გამოსვლისას.