საქართველოში ჩემი ვიზიტი კარგი იყო, ამან ბიძგი მისცა მოვლენათა განვითარებას. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ათ კანდიდატს უნდა შევხვდეთ და ვესაუბროთ. არიან ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ არიან კანდიდატები, ისინიც უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის რეცეპტი ევროპული საზოგადოების.
განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ქალაქ გრანადაში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ.
7 სექტემბერს ბორელი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. მან შეხვედრები გამართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე, უმრავლესობის წევრებთან და საქართველოს პრემიერმინისტრთან.