ევროკავშირში გაწევრიანება - ეს ეროვნული მიზანია, რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს. ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ უნდა იმუშავონ იმ პირობების შექმნაზე, რომლებიც ამ თანამშრომლობას შესაძლებელს გახდიან. პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გააძლიერა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია. იმასთვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად გასვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს ისტორიული შანსი...
ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის იყო ნათელი: საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას თავის ევროპულ გზაზე და იმედი გვაქვს, რომ ქართველი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელიდან არ გაუშვან ეს დიდი შესაძლებლობა
წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი განცხადებაში, რომელიც EU-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.