ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს. ამის შესახებ ბორელმა ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა.
"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს. ჩვენთვის საუკეთესო გზა ამ მოლაპარაკებებში პროგრესის მისაღწევად, არის უკრაინის მშვიდობის ფორმულა და ჩვენ ასევე ჩინეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - ამბობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.
ამასთან, ბორელი ჩინეთს მოუწოდებს, გავლენა მოახდინოს რუსეთის ფედერაციაზე, რათა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.