ბორელი: რუსეთის ბირთვული იარაღის მიღება ნიშნავს ესკალაციას, ბელარუსს შეუძლია ეს შეაჩეროს

ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის მიღება ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია ეს შეაჩეროს, ეს მათი არჩევანია. ევროკავშირი მზადაა, უპასუხოს შემდგომი სანქციებით.

წერს Twitter-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.

25 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს.