ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მომავალ კვირას ჩინეთს ეწვევა.
ბორელის თქმით, ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი ჩინეთს მარტში ეწვია. ამ კვირაში კი ჩინეთში საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებიან.
"მე მომავალ კვირას მივდივარ. როგორც ხედავთ, ბევრი ევროპელი სტუმრობს ჩინეთს. ჩინეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, მოსალოდნელია იმოქმედოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დასაცავად. ჩინეთს აქვს მორალური ვალდებულება და აგრესორის მხარეს ვერ დადგება.
ჩინეთთან ცხადი ვიყავით: მისი პოზიცია სისასტიკესა და ომის დანაშაულებზე განსაზღვრავს მათთან ჩვენი ურთიერთობების ხარისხს", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ ჩინეთის როლი უკრაინის ომში მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან ურთიერთობისთვის.