ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურებ და აღნიშნავს, რომ მომხდარი ინციდენტის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება უნდა მოხდეს.
"მკაცრად ვგმობ ამ სისხლისღვრას. ჩვენ გვჭირდება ამ მიუღებელი ინციდენტის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია!" - წერს ბორელი X-ზე.
ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰეზბოლამ ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. თავად ჰეზბოლა ბრალდებებს უარყოფს.