ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, დასავლეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ნორმალურად ვერ განვითარდება, თუ ის რუსეთზე გავლენას არ გამოიყენებს.
"ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან ნორმალურად ვერ განვითარდება, თუ ჩინეთი რუსეთზე თავის გავლენას არ გამოიყენებს, რათა აიძულოს ის, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და შეაჩეროს ომი.
ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამაზე და გავაგრძელებთ საუბარს. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ უნდა ავიცილოთ ახალი ცივი ომი დასავლეთსა და შორეულ აღმოსავლეთს შორის", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
12 აპრილს, ბორელმა ჩინეთში ვიზიტი გადადო. მიზეზი მისი კორონავირუსით ინფიცირება გახდა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩინეთში სამ დღიანი ვიზიტით 13 აპრილს უნდა ჩასულიყო. მას შეხვედრები ჩინეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ჰქონდა დანიშნული.