გავაგზავნით პოლიტიკურ მესიჯს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი პოლიტიკურ ოპოზიციას პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ რუსეთში. ამ შაბათ-კვირას ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ქუჩებში. მათ წინააღმდეგ დაიწყო რეპრესიები, ბევრიც დააკავეს. ჩვენ რუსეთის ოპოზიციას მხარდაჭერის მესიჯი უნდა გავუგზავნოთ და ამავდროულად, გავაგრძელებთ საუბარს ომზე.
ორი წლის წინ პუტინმა დაიწყო ომი უკრაინაში და არ ჩანს, რომ ამის შეჩერებას აპირებს. პირიქით, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა უკრაინისა და რუსი ხალხის მიმართ - ვისაც უნდა თავისუფალ გარემოში იცხოვროს. ასევე დღეს გვინდა გამოვიდეთ ინიციატივით - დაერქვას ჩვენს ადამიანის უფლებათა სასანქციო რეჟიმს ალექსეი ნავალნის სახელი.
განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ალექსეი ნავალნის დაღუპვასთან დაკავშირებით.