ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საკითხზეც ისაუბრა.
მისი თქმით, "აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა გადადის ევროპული გზიდან და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ".
ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ საქართველოს შესახებ საკითხი დღის წესრიგშია.
"მინისტრები შეაფასებენ საქართველოში არსებულ სიტუაციას, აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ", - თქვა ჯოზეფ ბორელმა.
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც EU-ის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. საბჭოზე სხვა ქვეყნების საკითხებთან ერთად საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.