ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი 53 629 ადამიანმა და 10 985-მა მანქანამ დატოვა. როგორც პრემიერმინისტრის პრესმდივანმა აღნიშნა, ევაკუირებული ადამიანებიდან 35 491-ია ოფიციალურად რეგისტრირებული.
"7:00 საათის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაყვანილია 38 სამედიცინო პაციენტი - ჯამში, სომხეთში ტრანსპორტირებულია 349 პაციენტი, როგორც საჰაერო, ასევე, სახმელეთო გზით", - აღნიშნა სომხეთის პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, სომხეთში ევაკუაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ხალხის დიდი ნაკადის გამო, რიგებია.
დღეს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი რუბენ ვარდანიანი სომხეთში გადასვლის მცდელობისას დააკავა. რუბენ ვარდანიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობის მეთაური 2022 წელს გახდა, 2023 წელს კი აღნიშნული თანამდებობა დატოვა. რუბენ ვარდანიანი წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, 2022 წელს კი რუსეთის მოქალაქეობა დათმო და საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში გადავიდა.
რუბენ ვარდანიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობის მეთაური 2022 წელს გახდა, 2023 წელს კი აღნიშნული თანამდებობა დატოვა. რუბენ ვარდანიანი წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, 2022 წელს კი რუსეთის მოქალაქეობა დათმო და საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში გადავიდა.