ბოლნისში 14 წლის გოგომ ბავშვი გააჩინა

ბოლნისში 14 წლის გოგომ ბავშვი გააჩინა

ბოლნისში მერვე კლასელმა ბავშვმა იმშობიარა. არასრულწლოვანი ადრეული ქორწინების მსხვერპლია და ფაქტის შესახებ პოლიციისთვის ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც გოგომ ბავშვი გააჩინა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით არის დაწყებული. უცნობია, დაემატება თუ არა გამოძიებას სხვა მუხლებიც, როგორიცაა ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა.