ქართულ ოცნებად წოდებულმა რუსულმა კოშმარმა იცოდა, რომ ევროპარლამენტის უმძიმესი რეზოლუციის შემდეგ, ჩამოვიდოდა ევროკავშირის მისია, რომელიც გამოავლენდა, რომ 26 ოქტომბერს მათ ჩაატარეს რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ამიტომ დაასწრეს ამ გადაწყვეტილებას და თავად გაწყვიტეს ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი.
რას ვაკეთებთ ჩვენ? ან ვიბრძვით ან ვბარდებით რუსეთს - არჩევანი ჩვენია.
წერს სოციალურ ქსელში ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თინა ბოკუჩავა. ის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერმინისტრის თქმით, ქართული ოცნება 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.