სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სავარაუდოდ თავდამსხმელები სუდანის გასამხედროებულ სწრაფი მხარდაჭერის ძალებთან (RSF) არიან დაკავშირებულნი. ბლინკენმა შემთხვევას "უგუნური" და "უპასუხისმგებლო" უწოდა.
ბლინკენი ესაუბრა RSF-ის ლიდერს მოჰამედ ჰამდან დაგალოს, იგივე ჰემედტის, ასევე სუდანის არმიის გენერალ აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანს, რომლებსაც უთხრა, რომ ამერიკელი დიპლომატების მიმართ ნებისმიერი საფრთხე მიუღებელია.
შემიძლია დავადასტურო, რომ გუშინ ამერიკულ დიპლომატიურ კოლონას ცეცხლი გაუხსნეს", - თქვა ბლინკენმა პრესკონფერენციაზე იაპონიის ქალაქ კარუიძავაში, სადაც დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იმყოფებოდა.
"ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ ნებისმიერი მუქარა, რომელიც ჩვენი დიპლომატებისთვის საფრთხის შემცვლელია, მიუღებელია".
მისივე თქმით, კოლონაში მყოფი დიპლომატები უსაფრთხოდ იყვნენ.
"რა თქმა უნდა, ღრმად შეშფოთებულები ვართ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან ეს გავლენას ახდენს მშვიდობიან მოსახლეობაზე, დიპლომატებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაში მომუშავეებს", - განაცხადა ბლინკენმა.