ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინამ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსების მიერ მიტაცებული ტერიტორიების 50% უკვე დაიბრუნა. ეს განცხადება ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში გააკეთა.
ამასთან, ბლინკენი ამბობს, რომ ოფიციალური კიევი დიდი ბრძოლების წინ დგას, იმისათვის, რომ დარჩენილი ტერიტორიები დაიბრუნოს.
"უკვე დაიბრუნეს დაახლოებით 50% იმისა, რაც [რუსეთმა] თავდაპირველად წაართვა. ეს კონტრშეტევის ჯერ კიდევ შედარებით დაწყებითი დღეებია. საკმაოდ რთულია. ეს არ დასრულდება უახლოეს ერთ ან ორ კვირაში. ჩვენ ყველანი ჯერ კიდევ ვფიქრობთ რამდენიმე თვეზე", - თქვა ბლინკენმა.
მანამდე, ენტონი ბლინკენმა Aspen Security Forum-ზე განაცხადა, რომ უკრაინელები არღვევენ რუსების გამაგრებულ თავდაცვის ხაზებს.