აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე.
"ვფიქრობ, ჩინეთი ცდილობს, ერთდროულად ორი მხარე დაიკავოს. ის მშვიდობის ხელშეწყობას ცდილობს და ამავდროულად, აგრძელებს რუსეთის მხარდაჭერას სხვადასხვა გზით - რიტორიკულად ამტკიცებს საკუთარ აზრს საერთაშორისო ინსტიტუტებში, ხელს უწყობს რუსული პროპაგანდის [გავრცელებას].
არ მინდა გაზვიადება, მაგრამ მათ [ჩინეთს] გარკვეული ბერკეტები აქვთ. რუსეთი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე. ის ამ ურთიერთობებში უმცროსი პარტნიორია. ამიტომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი გამოიყენებს [ბერკეტებს], რომელიც რუსეთთან აქვს, რათა [რუსეთი] სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ წაიყვანოს", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენის თქმით, ჩინეთმა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაუბრუნოს ტერიტორიები, რომელიც მან ძალით წაართვა გაეროს წესდებისა და უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევით.