ბიუჯეტურმა Eurowings-მა თბილისიდან ბერლინის მიმართულებით ფრენები განაახლა

ბიუჯეტურმა Eurowings-მა თბილისიდან ბერლინის მიმართულებით ფრენები განაახლა

დაბალბიუჯეტიანმა Eurowings-მა თბილისიდან ბერლინის მიმართულებით ფრენები განაახლა.

Eurowings-ის ცნობით, თბილისსა და ბერლინს შორის ფრენები კვირაში ერთხელ, ყოველ ორშაბათს შესრულდება, ფრენის ხანგრძლივობა კი 4:15 საათია. ერთი გზის ბილეთის ფასი საშუალოდ 130 ევროა. ავიაკომპანია მაისიდან სიხშირის გაზრდას და კვირაში ორი ფრენის შესრულებას გეგმავს.

Eurowings Lufthansa Group-ში შემავალი ავიაკომპანიაა.