ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო წილოსანს პროტესტით დახვდნენ და მონა უწოდეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატები მერიოტში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შესახვედრად იყვნენ მოსული - წილოსანი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.
მოქალაქე ნათია ლეთოდიანმა წილოსანს უთხრა, რომ მას "რუსეთში ცხოვრება სიამოვნებს", რაც თავისუფალი ადამიანებისთვის ტრაგედიაა.
"თქვენ ძალიან გსიამოვნებთ რუსეთში ცხოვრება. ბიძინას მონობა თქვენთვის სასიამოვნოა და თავისუფალი ადამიანებისთვის ეს ტრაგედიაა. ბიძინას მონობისგან განსხვავებით, ამ ქვეყანაში ცხოვრება არის ტრაგედია. თქვენ აუცილებლად ოქტომბერში ხალხი გაგცემთ პასუხს".
საპასუხოდ, წილოსანმა მას "ბოროტი აზრების მონა" უწოდა.
"შენ რომ შენი ბოროტი იდეების მონა ხარ, ატყობ? [...] გირჩევ, რომ გაიარო და ცოტახანში გამოგიქვეყნებ, შენ რა მიზანი გქონდა, მაგ ყველაფერს გამოგიქვეყნებ, რა მიზანი გაქვს [...] სასაცილო ადამიანი ხარ".