ბეჟაშვილი: ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში არც ერთ ცალკე გასვლას შედეგი არ მოუტანია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში ბოლო 12 წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელებულა და არც ერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ მოუტანია. მერწმუნეთ, ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, საბოლოო 9-თვიანი კამპანიის დაგვირგვინების ფონზე, არანაირი ელექტორალური გავლენა არ ექნება.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა.

გუშინ ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ ახალ პარტიას დააფუძნებს. მან განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი აღარაა და სხვა პარტიაში გაწევრიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს.