ბერბოკი: ტაშს ვუკრავთ ქართველი ხალხის სიმამაცეს

ტაშს ვუკრავთ ქართველი ხალხის სიმამაცეს, რომელიც ქუჩაში გამოდის, რათა დაიცვას დემოკრატია და ევროპული ღირებულებები. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუბრუნდეს ევროპულ გზას. სწორედ ხელისუფლებაა, რომელმაც გადაუხვია ამ გზას თავისი სიტყვებითა და ქმედებებით.

განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ეუთოს მინისტრთა საბჭოზე.