
ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები ჟურნალისტების, ასევე მშვიდობიანი აქტივისტების მიმართ შემაშფოთებელია და მოუწოდებს მათ, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას პატივი სცეს.
ამასთან, განცხადებაში წერია, რომ პრესის თავისუფლების გარეშე, ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება.
"ამ კვირას საქართველოში მზია ამაღლობელის სასამართლო საქმე დაიწყო.
რეპრესიული ქმედებები ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალიან შემაშფოთებელია და საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისი არ არის.
ბელგია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას პატივი სცეს.
თუ არ არის პრესის თავისუფლება, არ არის დემოკრატია", - წერს ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.