ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო დრონი, რომლითაც ოკუპანტები უკრაინას ბომბავენ, კიდევ ერთხელ შეფრინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დილის 04:10 საათზე შაჰედის ტიპის დრონმა გომელის რაიონის სოფელ ლოევთან საზღვარი გადაკვეთა. ის ბელარუსის ტერიტორიაზე დაახლოებით 30 წუთი იმყოფებოდა.
"დრონი დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, შემდეგ კი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიბრუნდა და უკრაინის ტერიტორიაზე გაფრინდა. ის სლავუტიჩის რაიონში გაფრინდა", - აღნიშნავს მონიტორინგის სამსახური, ბელორუსკი გაიუნი.
იქამდე, სანამ დრონი ბელარუსის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, ბარანოვიჩის აეროდრომიდან გამანადგურებელი აფრინდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული უპილოტო საფრენი აპარატები ბელორუსში უკრაინაზე თავდასხმის დროს შევიდნენ.
ომის დაწყების შემდეგ, რუსული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები მოსაზღვრე ქვეყნების საჰაერო სივრცეში არაერთხელ შეფრინდნე, მათ შორის - NATO-ს ქვეყნებში.