ბექა ონიანზე თავდასხმის ბრალდებით ივა ტყეშელაშვილი დააკავეს

ბექა ონიანზე თავდასხმის ბრალდებით ივა ტყეშელაშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბექა ონიანზე თავდასხმის ბრალდებით ივა ტყეშელაშვილი დააკავეს.

ოჯახის ცნობით, ონიანს სპორტის სასახლის დატოვების შემდეგ 1 ადამიანი ჩაუსაფრდა, თავში უკნიდან დაუდგენელი საგანი ჩაარტყა და ფიზიკურად გაუსწორდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ტყეშელაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

შემთხვევა 16 მაისს მოხდა. სპორტის ახალ სასახლესთან სპორტსმენ ბექა ონიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძიმე დაზიანებები მას საფეხბურთო მატჩის შემდეგ მიაყენეს. ონიანი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და კომაში იმყოფება.

ოჯახმა გუშინ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ივა ტყეშელაშვილია, მისი მამა კი პოლიციელია და შესაძლოა, გამოძიების გაჭიანურება ამასთანაც იყოს დაკავშირებული.