
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე გააძევეს.
მათი ინფორმაციით, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, თურქეთის, ირანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, რუსეთის, ბელარუსის, ერაყის, იორდანიისა და ლიეტუვის - ჯამში 30 მოქალაქე.
გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.