ბეირუთზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ჰეზბოლას პრესსპიკერი დაიღუპა

ბეირუთზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ჰეზბოლას პრესსპიკერი დაიღუპა

Reuters-ის ცნობით, ბეირუთის ცენტრში ისრაელის მიერ განხორციელებულ იერიშს ჰეზბოლას მთავარი პრესმდივანი, მუჰამედ აფიფი ემსხვერპლა.

ჰეზბოლას წარმომადგენელი ამბობს, რომ აფიფი ჰეზბოლას მედიასთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი იყო და იგი ბეირუთის ცენტრში მდებარე არაბთა სოციალისტური ბაათის პარტიის შტაბ-ბინაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

აფიფი სექტემბერში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საჯაროდ ხშირად ჩანდა.