ბათუმში, საპროტესტო აქციაზე გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი დააკავეს

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი დააკავეს

ბათუმში გამოცემა ბათუმელების დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს, რომელიც აქციაზე ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამაღლობელი კედელზე პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს, რომელზეც "იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე" ეწერა.

ბათუმელების რედაქტორმა, ეთერ თურაძემ გაიხსენა, რომ მაშინ, როცა ის და მზია ამაღლობელი ასლან აბაშიძემ დააკავა და გაიგეს, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ ნახევ საათში გაათავისუფლეს, თუცა მისივე თქმით, ახლა შევდივართ ისეთ ფაზაში, რომელიც ჯერ არ ყოფილა ამ ქვეყანაში.

"ეთხელ ასლან აბაშიძემ დაგვაკავა მე და მზია ამაღლობელი და როგორც კი გაიგეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით, ნახევარ საათში გაგვათავისუფლეს. როგორც ჩანს, ახლა შევდივართ ისეთ ფაზაში, რომელიც ჯერ არ ყოფილა ამ ქვეყანაში, ეს არის ის, რასაც ვკითხულობდით რუსულ მედიაში, რასაც ვისმენდით ჩვენი რუსი კოლეგებისგაბნ: როგორ იდევნებოდნენ, როგორ ახშობდნენ ყველაფერ, რაც თავისუფლებასთან იყო დაკავშირებული", - განაცხადა ბათუმელების რედაქტორმა, ეთერ თურაძემ.

დღეს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები - ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია და მათე ცენტერაძე დააკავა. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის 10-მდე აქტივისტია დაკავებული.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად, აქციის მონაწილეებმა სამმართველოსთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პოლიციამ აქტივისტი თათია აბულაძე დააკავა.

სამმართველოსთან ციალა ქათამიძე დააკავეს, რომელიც პროტესტის ნიშნად პლაკატს აკრავდა. მისი დაკავების შემდეგ ვაჟა დარჩია დაიჭირეს, რომელმაც დასვა კითხვა, რატომ აკავებდნენ ციალა ქათამიძეს. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ დააკავეს ბათუმელი სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელმაც, აქციის მონაწილეების თქმით, ასევე პროტესტის ნიშნად ასფალტზე დააკრა პლაკატი.

ბოლო მონაცემებით, დღეს ბათუმში აქციაზე დააკავეს: მზია ამაღლობელი, ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე და თათია აბულაძე.