![SJC: აფგან სადიგოვი უკვე 143 დღეა შიმშილობს, მდგომარეობა დამძიმდა და უკიდურესად კრიტიკულია](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/9678f429-abd5-4617-ba15-648fbba092e9.jpg)
ბათუმში 3 პოლიციელი დაჭრეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და აცხადებს, რომ შემთხვევა 20 იანვარს მოხდა.
შსს-ს თანახმად, "მიმდინარე წლის 20 იანვარს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით".
მათი ცნობით, "შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი - 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თანნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ მის განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა".
"გ.ნ. ადგილზე დააკავეს. დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.