
ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად ხარაჩოები ჩამოინგრა, რომელიც ცოლ-ქმარს დაეცა.
ცნობილია, რომ ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. "აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, კაცის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ქალს მრავლობითი ტრავმები აღენიშნება.
დაზიანდა ადგილზე მდგარი ავტომობილებიც.
ძლიერმა ქარმა ბათუმის რამდენიმე ქუჩასა და პარკში ხეები დააზიანა. გარკვეული დროის განმავლობაში აეროპორტში ვერ ჯდებოდა სტამბოლი-ბათუმის რეისიც, რომელსაც შავის ზღვის თავზე წრის რამდენჯერმე დარტყმა მოუწია.
ქალაქის ნაწილს, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც ენერგო პრო ჯორჯიაში აცხადებენ, დენის მიწოდება ავარიული გათიშვის გამო შეწყდა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.