ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა

ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა

ავარია ბათუმში - ქვეითს მანქანა დაეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

TV-25-ის ინფორმაციით, შემთხვევა ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.