
ბათუმში, "ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე, ორი მცირეწლოვანი ბავშვი თხრილში ჩავარდა და გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულები 4 და 5 წლის ბავშვები არიან.
პირველადი ინფორმაციით, ისინი იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ბავშვებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ოფიციალურად ადასტურებს.
"უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა," - წერს მერია.