ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას მეეზოვე ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას მეეზოვე ემსხვერპლა

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა.

აჭარა თაიმსის ცნობით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

როგორც ფორმულას შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.