ბათუმში 27 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

ბათუმში 27 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. უწყების თანახმად, დაკავებული 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირია.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1997 წელს დაბადებული დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.