ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, როომ დღეიდან გაფიცვას იწყებენ.
გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი იქამდე იქნებიან გაფიცულები, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს. განცხადებასთან ერთად სტუდენტები შესაბამის შესავსებ დოლუმენტსაც ავრცელებენ.
"ჩვენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ილიას გზას და დღეიდან, 2024 წლის 12 მაისიდან ვემიჯნებით სასწავლო პროცესს იქამდე, სანამ ჩვენი გაფიცვა არ გამოიღებს შედეგს, სანამ ეს ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროპულ გეზს და უარს იტყვის რუსული კანონის ამოქმედებაზე. ამ განცხადებით ვადასტურებ ჩემს მონაწილეობას ამ ისტორიულ პროცესში და ვუერთდები გაფიცვას", - წერია განცხადებაში.
11 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ორშაბათიდან უარს ამბობენ აუდიტორიებში შესვლაზე. სტუდენტების თქმით, დილის 9 საათიდან რუსთაველის გამზირზე გააპროტესტებენ "ქვეყანაში მიმდინარე პუტინისტური დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობას". ამასთან, თსუ-ის სტუდენტებმა მათ ლექტორებს გაფიცვისკენ, ხოლო სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აკადემიური პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობა და თქვა, რომ თსუ-ის სტუდენტებს უერთდებიან.