სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის მისწრაფებები ერთ ინდივიდს - ბიძინა ივანიშვილს ჰყავს მძევლად აყვანილი.
"ღრმად შემაწუხებელი და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ მთელი ქართული საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია"- აღნიშნავს ის.
ბასის თქმით, "საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როდესაც მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მოჰყვება წევრობას, მათ შორისაა დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპების დაცვა".
"ძალიან შემაშფოთებელია ევოლუციის ნახვა ბოლო წლებში და განსაკუთრებით, ქართული ოცნების ხელისუფლების ბოლო თვეში"- აღნიშნავს ბასი.