ბარო: უკრაინას შეუძლია ფრანგული შორი დისტანციის რაკეტები რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენოს

ბარო: უკრაინას შეუძლია ფრანგული შორი დისტანციის რაკეტები რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენოს

საფრანგეთს საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, უკრაინას შეუძლია ფრანგული შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის გამოიყენოს.

როგორც ბარომ BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, საფრანგეთისთვის არ არსებობს წითელი ხაზები, როცა საუბარია უკრაინის მხარდაჭერაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს წითელი ხაზები არც სხვა დასავლელი პარტნიორებისთვის უნდა არსებობდეს.

"პრინციპი დადგენილია... ჩვენი მესიჯები პრეზიდენტ ზელენსკის მისამართით კარგად იქნა აღქმული", - თქვა ბარომ.

კითხვას - შეიძლება თუ არა ეს ნიშნავდეს საფრანგეთის ჯარის მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში, მან ასე უპასუხა: "ჩვენ არ გამოვრიცხავთ რომელიმე ვარიანტს."

"ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენად ინტენსიურად და იმდენად დიდხანს, რამდენადაც ეს იქნება საჭირო. რატომ? იმიტომ რომ სასწორზე ჩვენი უსაფრთხოება დგას. ყოველ ჯერზე, როცა რუსეთის არმია 1 კვადრატული მეტრით წინ მიიწევს, ის 1 კვადრატული მეტრით უახლოვდება ევროპას", - განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.