ბარამიძე: სააკაშვილის პატიმრობა ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს შეურაცხყოფაა

მიშასგან [სააკაშვილისგან] ყველას გვეკუთვნის საყვედური, ვინც მისი გუნდის წევრები ვართ და ბუნებრივია, ის რომ საპატიმროშია, ეს ჩვენი ძალიან დიდი მინუსია. მე მრცხვენია, რომ ის კვლავ საპყრობილეშია. რა თქმა უნდა, ეს არის მოქმედებისკენ მოწოდება. მიშა იმისთვის ჩამოვიდა საქართველოში, რომ საქართველო გათავისუფლდეს ამ მოღალატეობრივი რუსული რეჟიმისგან, რომელიც ცდილობს, რომ ორ სკამზე იჯდეს. რეალურად, ამ ორ სკამზე ჯდომას რუსეთისკენ მივყავართ. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მთელი ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს შეურაცხყოფაა.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გია ბარამიძემ ფორმულასთან საუბრისას.