ბალტიის ქვეყნები საქართველოში "ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობთათვის" სანქციებზე შეთანხმდა

ბალტიის ქვეყნები საქართველოში "ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობთათვის" სანქციებზე შეთანხმდა

ბალტიის სამი სახელმწიფო საქართველოში "ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობების" წინააღმდეგ სანქციებზე შეთანხმდა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს.

"ბალტიის სამი სახელმწიფო - ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი ერთობლივად შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც ახშობს საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით"- წერს ლადნსბერგისი.