ჩვენი ქვეყანა არის გზაგასაყარზე და ეს ქვეყანა დგას ამ საუკუნეში ყველაზე დიდი გამოცდის წინაშე. ვფიქრობ, ყველა, ვინც აქ არის, მათ კარგად ესმით, რომ ჩვენ დავძლევთ ამ დიდ ამოცანას, რომელიც ჩვენ თვალწინ დგას მხოლოდ ერთობით. სწორედ ამიტომ, შევუერთდი ამ ჯგუფს ადამიანებისა, რომლებსაც მე მჯერა, რომ უნდათ არამხოლოდ რომელიმე ერთი პარტიის გამარჯვება, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვება ამ დიდ ბრძოლაში.
როდესაც შემეკითხებიან, თუ რატომ მოვედი (მეც შემეძლო წყნარად ვყოფილიყავი და ვყოფილიყავი მხოლოდ და მხოლოდ გულშემატკივარი და სიმშვიდეში ვყოფილიყავი) - მახსენდება მოციქული პავლეს სიტყვები, რომ აღარ არის ჩვენ შორის არც მონა და არც თავისუფალი, მნიშვნელობა არ აქვს ქალი იქნება თუ კაცი, რადგანაც ჩვენ გვაქვს ერთი დიდი მიზანი - გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, გადავარჩინოთ ყველასათვის საყვარელი სამშობლო ურჩხულისაგან, რომელიც უფსკრულისაკენ მიაქანებს ქვეყანას.
ამიტომ, არის ერთი გზა ამ გადარჩენისა - ეს არის ჩვენი დიდი ერთობა და დიდი ეროვნული ძალისხმევა იმისათვის, რომ საქართველო დავაყენოთ სწორ გზაზე.
თქვა პოლიტიკური პლატფორმის წევრმა - "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" ლაშა ბაქრაძემ პლატფორმის პრეზენტაციაზე.
"ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" - ვინ არიან ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრები