ბაიდენი: მე და ჯილი მართლმადიდებელ ქრისტიანებს გულთბილ სურვილებს გიგზავნით

ბაიდენი: მე და ჯილი მართლმადიდებელ ქრისტიანებს გულთბილ სურვილებს გიგზავნით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აღდგომის დღესთან დაკავშირებით მისალოც განცხადებას ავრცელებს.

"მე და ჯილი გულთბილ სურვილებს გიგზავნით მართლმადიდებელ ქრისტიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენ გულთან განსაკუთრებით ახლოს ის ადამიანები გვყავს, რომლებიც ომისა და დევნისგან იტანჯებიან. ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვას და ვიმუშავებთ ყველა ადამიანის მშვიდობისა და სამართლიანობისთვის.

ამ აღდგომის დღეს უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ", – ნათქვამია განცხადებაში.

***

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღდგომას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ღამისთევისმსახურება სრულდება.

სახარების მიხედვით, იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა.

აღდგომა მოძრავი დღესასწაულია და წელს ის 5 მაისსაა.