ბაიდენი: მძევლების გასათავისუფლებლად ვიმუშავებთ, ეს მხოლოდ დასაწყისია

დავიწყეთ შეთანხმების იმპლემენტაციის პირველი რთული დღეები. ეს მხოლოდ დასაწყისია და ჯერჯერობით, კარგად მიდის. ყველა გათავისუფლებულმა მძევალმა საშინელი განსაცდელი გამოიარა და ეს მათთვის განკურნების ხანგრძლივი გზის დასაწყისია. მომდევნო დღეებში ველით, რომ ათობით მძევალი დაუბრუნდება მათ ოჯახებს. გვახსოვს ისინიც, ვინც ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩებიან და ვიმეორებთ ვალდებულებას, რომ მათ გასათავისუფლებლად ვიმუშავებთ.

განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

გუშინ ჰამასმა 24 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 13 ისრაელის, 10 ტაილანდის, 1 კი ფილიპინების მოქალაქეა.