მეორე მსოფლიო ომში ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის დღის 80 წლის იუბილეზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა არ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას თავდაცვაში და არ მისცემს უფლებას პუტინს ამით მთელ ევროპას დაემუქროს.
"მოძალადეებთან დანებება, დიქტატორების წინაშე თაყვანისცემა უბრალოდ წარმოუდგენელია. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავივიწყებთ იმას, რაც მოხდა აქ ამ წმინდა სანაპიროებზე", - თქვა მან.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ანტიჰიტლერული კოალიციის ჯარების ნორმანდიაში გადასხმა, რასაც საფრანგეთის გათავისუფლება მოჰყვა, ნათელი ლუსტრაციაა იმისა, თუ რა ძალა აქვს ალიანსებს. ხოლო ეს იყო "გაკვეთილი, რომელიც ამერიკელებს არასდროს უნდა დაავიწყდეთ."
მოსალოდნელია, რომ ხვალ ბაიდენი პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
იგი იმედოვნებს, რომ ამერიკის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება მომდევნო თვეებში შეუფერხებლად მოხდება, რაც სამხედროებს ბრძოლის ველზე რუსეთის წინსვლის შეჩერებაში დაეხმარებათ.
"დემოკრატია არასოდეს არის გარანტირებული. ყველა თაობამ უნდა შეინარჩუნოს იგი, დაიცვას და იბრძოლოს მისთვის. ეს არის საუკუნეების გამოცდა", - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.