აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საწარმოში აფეთქება მოხდა

აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საწარმოში აფეთქება მოხდა

აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საწარმოში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ ინციდენტი ქალაქ შირვანში მოხდა.

მედია პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ჭურვის დაზიანებამ გამოიწვია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს მიზეზების მოკვლევა.