აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს ხვალ, აბუ-დაბიში შეხვდებიან.

მოსალოდნელია, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებაც გაფორმდეს.

ამის შესახებ გუშინ ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

„იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მოხდება სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის", - თქვა მან.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში დიპლომატიური მოლაპარაკებები ბაქოსა და ერევანს შორის აქტიურ ფაზაში იმყოფება.