ონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა ორი.
ცნობილია, რომ გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
ფორმულას შსს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.