ავტოსაგზაო შემთხვევას ხობში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ხობში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ცნობით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა.

ადამიანი ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

ფორმულას ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.