
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ ხუცუბანთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა, კიდევ ერთი დაშავებული კი კლინიკაში გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები.
მიმდინარეობს გამოძიება.