ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურში - ორ არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურში - ორ არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა

ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორ არასრულწლოვანს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც ცნობილია, 8 და 16 წლის გოგოები, გზაზე გადადიოდნენ რა დროსაც მათ მანქანა დაეჯახათ.

დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ისინი თბილისის კლინაკაში გადაიყვანეს.