ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უმსხვილესი პაკეტი გამოაცხადა

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უმსხვილესი პაკეტი გამოაცხადა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლისთავზე ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

ავსტრალიამ ნიშნად დაასანქცირა 70 ფიზიკური პირი და 79 ორგანიზაცია რუსეთიდან.

ავსტრალიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ყველაზე დიდი პაკეტია 2022 წლის თებერვლის შემდეგ.

"დღეს ავსტრალიის მთავრობამ დაუწესა დამატებითი მიზანმიმართული ფინანსური სანქციები და სამოგზაურო აკრძალვა 70 ფიზიკურ პირს, 79 ორგანიზაციას კი - მიზნობრივი ფინანსური სანქციები. ეს არის ავსტრალიის ყველაზე დიდი სანქციების პაკეტი 2022 წლის თებერვლის შემდეგ.

სანქციების სამიზნეა ის პირები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის არალეგიტიმურ ადმინისტრაციას აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში, მათ შორის ე.წ. მინისტრები, მოსამართლეები და პროკურორები, ასევე ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონფლიქტთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობასა და უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაზე"- ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, სანქციები განცხადების თანახმად, სანქციები შეეხება იმ პირებსა და სუბიექტებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაში, მათ შორის ბრძოლის ველზე ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგებაში.

"სანქცირებულებს შორის არიან რუსეთის თავდაცვის, ტრანსპორტისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები და ისინი, ვინც ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების ძირის გამოთხრის მიზნით"- ნათქვამია განცხადებაში.