ავარიის შედეგად ქუთაისში 4 ადამიანი დაშავდა

ავარიის შედეგად ქუთაისში 4 ადამიანი დაშავდა

ქუთაისი - წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.

ფორმულას შსს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.